ფეხბურთი

20:14 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვერნაძემ "ბარისთან" ამხანაგურ მატჩში გოლი გაიტანა (+VIDEO)

„ფროზინონემ“ მორიგი ამხანაგური მატჩი „ბარის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 3:4 წააგო, თუმცა გიორგი კვერნაძემ გოლი გაიტანა.

მე-15 წუთზე ქართველმა შემტევმა მცველს დუელი მოუგო და მეკარესაც აჯობა, რითაც იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. ზოგადად, გიორგი ძალიან აქტიური იყო. მან პრესეზონი კარგად დაიწყო, წინა ამხანაგურ შეხვედრაში ბერძნულ „ვოლოსთან“ ჩინებული საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მოგეხსენებათ, „ფროზინონემ“ გიორგი კვერნაძე გამოისყიდა და ალბათ, სერია B-ში მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

„ფროზინონე“ კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს „პოტენცას“ და „ლაციოს“ წინააღმდეგ, ხოლო 12 აგვისტოს, იტალიის თასზე „პიზას“ შეხვდება, სერია B-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „სამპდორიას“ შინ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11825