ფეხბურთი

18:48 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გორის "დილამ" ნოდარ ლომინაძე დაიმატა

22 წლის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე კარიერას „დილაში" გააგრძელებს. იგი კლუბს „დინამო თბილისიდან“ წლის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდა.

ნოდარ ლომინაძემ კარიერა „რუსთავის" აკადემიაში დაიწყო, რის შემდეგაც ჯერ „დინამო თბილისის“ აკადემიაში ჩაირიცხა, შემდეგ კი „დინამოს“ მთავარ გუნდში დაწინაურდა. კარიერის განმავლობაში იგი იჯარის წესით ასევე თამაშიბდა „გაგრას" და „სამგურალის" რიგებში.

ნოდარ ლომინაძეს U17 დან U21 წლამდე საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. მან ასევე იასპარეზა საქართველოში გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე.

0.130198