ფეხბურთი

17:50 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

რინატ დასაევი: "მამარდაშვილს შეუძლია კასილიასის, ვან დერ სარის და ნოიერის დონისთვის მიღწევა"

ვეტერანმა რუსმა მეკარემ, რინატ დასაევმა გიორგი მამარდაშვილზე კომენტარი გააკეთა. მისი აზრით, ქართველს შეუძლია იკერ კასილიასის, მანუელ ნოიერის და ედვინ ვან დერ სარის დონეს მიაღწიოს.

„ძნელი სათქმელია არის თუ არა, ამჟამად მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული მეკარე, დონარუმა ცუდია? მანაც კარგად ითამაშა, როგორც მამარდაშვილმა. თუ გიორგი ნორმალურად ივარჯიშებს, მისთვის ყველაფერი კარგად იქნება, მან შეიძლება მიაღწიოს კასილიასის, ვან დერ სარის და ნოიერის დონეს, ნიჭი აქვს“, - თქვა დასაევმა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი პორტალის, Transfermarkt-ის მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილი პორტუგალიელ დიოგო კოშტასთან ერთად 45 მილიონი ევროთი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.

ქართველი მეკარე 2021 წლიდან „ვალენსიაში“ თამაშობს, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.111708