ბერგამოს „ატალანტას“ რუსი ფეხბურთელი ალექსეი მირანჩუკი კარიერას „ატლანტა იუნაიტედში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
იტალიური და ამერიკული კლუბები უკვე შეთანხმდნენ სატრანსფერო ფასზე - 15 მილიონი ევრო. ტრანსფერი უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება. მირანჩუკი „ატლანტაში“ საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი იქნება.
ალექსეი მირანჩუკი „ატალანტაში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 98 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ერთი სეზონი მან იჯარით „ტორინოშიც“ გაატარა, ხოლო მანამდე მოსკოვის „ლოკომოტივში“ ირჯებოდა.