ფეხბურთი

16:57 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ომონიას" მწვრთნელი: "წაუგებელი სერია აჩვენებს "ტორპედოს" მენტალიტეტს"

ნიქოზიის „ომონიას“ მთავარმა მწვრთნელმა ვალდას დამბრაუსკასმა კონფერენს ლიგაზე ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მან შეაქო ქართული გუნდი და ხაზი გაუსვა „ტორპედოს“ წაუგებელ სერიას:

„მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ, მაგრამ ოფიციალური მატჩები განსხვავდება ამხანაგურებისგან. „ტორპედოს“ ნამდვილად აქვს უპირატესობა, რადგან ოფიციალური მატჩები ჩაატარეს. თუმცა, ეს არ არის ჩვენთვის საბაბი.

„ტორპედოზე“ ბევრი რამის თქმა შემიძლია, კარგად ვიცნობ. „ტორპედოში“ სამი ფეხბურთელია, რომლებთანაც ადრე მიმუშავია. ისინი შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, საკუთარ თავს გამოხატავენ მოედანზე. თავდამსხმელი იონსენი მათთვის დიდი უპირატესობაა, „ტორპედოსთვის“ განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის ფაქტი, რომ მათ 18 მატჩია არ წაუგიათ, მნიშვნელოვანია და აჩვენებს მათ მენტალიტეტს. როცა კარგი სერია გაქვს, ბევრად უფრო მარტივია, თუმცა ჩვენც გვაქვს ძლიერი მხარეები, უნდა დავასრულოთ მათი სერია და ჩვენი დავიწყოთ.

არ მინდა, მატჩამდე იარლიყების მორგება. რა თქმა უნდა, „ომონია“ უფრო გამოცდილი გუნდია, მაგრამ ჩემმა კარიერამ მასწავლა, რომ ყველა თამაში განსხვავებულია. ენერგიით და ენთუზიაზმით უნდა ვითამაშოთ, საუკეთესო გუნდი მოიგებს“, - თქვა დამბრაუსკასმა.

შეგახსენებთ, რომ „ომონიას“ და „ტორპედოს“ მატჩი 25 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.

0.115612