ფეხბურთი

14:50 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" შეუერთდა

ხვიჩა კვარაცხელიას შვებულება დასრულდა, ქართველი ფეხბურთელი დღეს კასტელ ვოლტურნოში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ხვიჩამ გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგა, ხვალიდან კი, ის ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშებს. რაც შეეხება კონტრაქტის განახლების საკითხს, როგორც ნეაპოლური მედია წერს, მხარეებს შორის დისტანცია ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მუშაობა გაგრძელდება შეთანხმების მისაღწევად.

„ნაპოლის“ სამი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი პრესეზონზე, 28 ივლისს „ეგნატიასთან“, 31 ივლისს „ბრესტთან“ და 3 აგვისტოს „ჟირონასთან“.

„ნაპოლი“ სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე „მოდენასთან“ მატჩით დაიწყებს, ხოლო 18 აგვისტოს, სერია A-ს პირველ ტურში „ვერონას“ ესტუმრება.

0.113198