სხვა

13:28 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: „ოლიმპიური თამაშებისთვის ყველაფერი ორგანიზებულია"

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) განცხადებით, პარიზში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ყველაფერი ორგანიზებულია და მზად არის, თუმცა დარჩენილი დეტალების მიმართ IOC-ში ფხიზლად არიან.

"პარიზში და საერთოდ, სრულიად საფრანგეთში ოლიმპიური თამაშების მიმართ ვხედავთ დიდ ენთუზიაზმს. მილიონობით ადამიანი ეგებებოდა ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტას.

ოლიმპიური თამაშებისთვის ყველაფერი ორგანიზებულია, ყველაფერი მზად არის, მაგრამ ყურადღებით ვართ დარჩენილი დეტალების მიმართ, - პარიზში მიმდინარე IOC-ის 142-ე სესიაზე განაცხადა თომას ბახმა, - ყველანაირი საფუძველი გვაქვს ველოდოთ, რომ თამაშები იქნება წარმატებული. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ სპორტით. მზადების პროცესი უკვე დასრულდა, ახლა ჭეშმარიტების მომენტი დგება. თამაშები გვაჩვენებს, რა შედეგს მივაღწევთ. ყველაფერი მზად არის. ასე რომ, წინ, პარიზი 2024!"

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121111