ფეხბურთი

1:30 | 24.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"აპოელის" მწვრთნელი: "დვალი საპასუხო მატჩისთვის მზად იქნება"

საქართველოს ნაკრების და „აპოელის“ მცველი ლაშა დვალი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის მოლდოვის ჩემპიონ „პეტროკუბთან“ მზად იქნება.

ლაშამ პირველი შეხვედრა გამოტოვა, რომელიც მისმა გუნდმა შინ 1:0 მოიგო. მატჩის შემდეგ „აპოელის“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გალეგომ დაადასტურა, რომ ქართველი მომდევნო შეხვედრაში ითამაშებს: „ლაშა მეორე მატჩისთვის მზად იქნება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ლაშა დვალმა მცირე ტრავმა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო და „პეტროკუბის“ წინააღმდეგ პირველ შეხვედრაში მოედანზე ვერ გავიდა.

0.117622