ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპმა სტარტი აიღო, რომლის პირველ მატჩებში უმეტესად ისეთი შედეგები დაფიქსირდა, საპასუხო შეხვედრები ფორმალური ხასიათის გახდა.
კიევის „დინამომ“ ბელგრადის „პარტიზანი“ 6:2 გაანადგურა და მომდევნო ეტაპთან ძალიან ახლოსაა. უნგრულმა „ფერენცვაროშმა“ 5:0 აჯობა უელსურ „ნიუ საინტს“, „მიდტიულანდმა“ სტუმრად ანდორული „სანტა კოლომა“ 3:0 დაამარცხა, ხოლო „მალმიომ“ 4:1 სძლია ფარერების „კლაკსვიკს“.
აზერბაიჯანულმა „ყარაბაღმა“ გასვლაზე 2:0 მოუგო გიბრალტარის „ლინკოლნს“, ნორვეგიულმა „ბოდო გლიმტმა“ ლატვიური რფს 4:0 გაანადგურა, ხოლო პოლონურმა „იაგელონიამ“ ამავე ანგარიშით ლიეტუვაში „პანეჟევისს“ აჯობა. პრაღის "სპარტაც" ახლოსაა მომდევნო ეტაპთან, რადგან ირლანდიური "შემროკ როვერსი" სტუმრად 2:0 დაამარცხა. ზემოხსენებულ ყველა წყვილის საპასუხო მატჩს აზრი ფაქტობრივად დაეკარგა.
რამდენიმე წყვილში ინტრიგა დარჩა: „სტიაუა“ შინ დაუზავდა თელ ავივის „მაკაბის“ (1:1), ხოლო ლაშა დვალის „აპოელმა“ შინ 1:0 აჯობა მოლდოვურ „პეტროკუბს“. ქართველი მცველი ტრავმირებულია და არ უთამაშია. ჟოზე მოურინიოს დებიუტი წარმატებული გამოდგა „ფენერბაჰჩეში“. თურქულმა კლუბმა სტუმრად 4:3 აჯობა შვეიცარიულ „ლუგანოს“. მოურინიოს გუნდი საპასუხო მატჩის წინ აშკარა ფავორიტია, მაგრამ "ლუგანო" მთლად უშანსოდ არ არის.