ფეხბურთი

23:41 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ორი ფეხბურთელი ტოვებს

„ნაპოლის“ ცენტრალური მცველი ლეო ოსტიგორი და შემტევი ნახევარმცველი იესპერ ლინდსტრომი ტოვებენ.

იტალიური მედიის ცნობით, დანიელი ფეხბურთელი კარიერას ლივერპულის „ევერტონში“ გააგრძელებს, ხოლო ნორვეგიელი მცველი ახლოსაა ფრანგულ „რენში“ ტრანსფერთან. ისინი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედიან.

ოსტიგორმა 2022 წლიდან „ნაპოლის“ მაისურით 43 მატჩში 3 გოლი გაიტანა, ხოლო ლინდსტრომმა გასულ სეზონში იტალიურ გუნდში 29 უგოლო თამაში ჩაატარა.

0.114621