საქართველოს რაგბის კავშირის ინიციტივით, 19-21 ივლისს ბათუმის სარაგბო ბაზაზე მსოფლიო რაგბის მე-3 დონის სამწვრთნელო კურსის პრაქტიკული ნაწილი ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის მასშტაბით სულ ორი მესამე დონის კურსი ჩატარდა და ერთს ამსტერდამმა, მეორეს კი ბათუმმა უმასპინძლა, რაც ქართველ მწვრთნელებს ცოდნის გაღრმავების კარგ შესაძლებლობას აძლევს.
სამწვრთნელო კურსის ტრეინერები იყვნენ ინგლისელი ფილ ქერნსი, უელსელი ჯერი რობერტსი და საქართველოს რაგბის კავშირის განვითარების დირექტორი რამა ჩანდი. მათ ეხმარებოდნენ გიორგი ჯოხია, გიორგი ტყეშელიაძე, გიორგი ნოზაძე, აჩიკო კორინთელი და პალიკო ჯიმშელაძე.
მესამე დონისი სამწვრთნელო კურსის პრაქტიკული ნაწილი 15-მა მწვრთნელმა გაიარა, საიდანაც 13 ქართველი სპეციალისტი იყო, ორი კი უცხოელი. მონაწილეებმა მიიღეს დავალებები, რომელთა შესრულება წლის ბოლომდე გაგრძელდება, მანამდე კი 3 ონლაინ სემინარი და ტრეინერებთან ორი ონლაინ განხილვა ექნებათ.
RUGBY.GE