ფეხბურთი

21:08 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძესთან კონკურენციის გამო "ლიონი" ნიგერიელ ფორვარდს ყიდის

„ლიონი“ შესაძლოა ნიგერიელმა თავდამსხმელმა გიფტ ორბანმა დატოვოს. გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის შემდეგ ახალგაზრდა ფორვარდის ადგილი „ლიონში“ აღარ დარჩა, ამიტომაც ტრანსფერზეა.

ფეხბურთელს ყველაზე მეტად „ბრესტს“ უკავშირებენ, მაგრამ ბოლო ხანს მოლაპარაკებები გართულდა. ორბანს „ლიონი“ 15 მილიონ ევროდ აფასებს.

გიფტ ორბანი „ლომებმა“ ერთი წლის წინ 14 მილიონად იყიდეს, თუმცა, მან პირველ სეზონში მოლოდინი ვერ გაამართა და მთავარი მწვრთნელის, პიერ საჟის გეგმებში არ შედის.

0.127325