კალათბურთი

20:27 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 18 წლამდელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონს იწყებს

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ევროპის 18 წლამდე გოგონათა ჩემპიონატის C დივიზიონი იწყება. ეს გახლავთ ჩვენი კონტინენტის ყველაზე დაბალი რანგის პირველობა, სადაც წლეულს 7 ქვეყნის ნაკრებია თავმოყრილი და თავის კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის.

ეს ქვეყნებია მალტა, კვიპროსი, კოსოვო (სამივე A ჯგუფი), ალბანეთი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი (B ჯგუფი). ფორმატი უცვლელი დ მარტივია. 2 გუნდი გადის ნახევარფინალში, ხოლო დანარჩენები საკვალიფიკაციო მატჩებში V-VII ადგილებს ინაწილებენ. ჩვენი ნაკრები მეტოქეებს ამ თანმიმდევრობით შეხვდება: სომხეთი (23 ივლისი, 21:30 საათი), აზერბაიჯანი (24 ივლისი, 19:00) და ალბანეთი (25 ივლისი, 19:00).

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვეტერანი კალათბურთელი ლიკა ქაჯაია, რომლის ასისტენტია ირინა მელქაძე. ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში 12 გოგონაა: ელენე ნიგურიანი, ნატალი რაზმაძე, ნინი ალთუნაშვილი, ნატალი ებრალიძე, ანა გელაშვილი, მარიამ მუქერია, თეკლა გუჯაბიძე, ლიზი აბრამიშვილი, ნიცა საბადაშვილი, ანასტასია ტუღუში, ეთერი შონია და სალომე სვანი.

ყველა თამაშს ფიბა-ს Youtube-არხი გადმოსცემს. პირველი შეხვედრა დღეს, 21:30 საათზე დაიწყება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11481