ფეხბურთი

19:38 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი აბურჯანია პორტუგალიის ჩემპიონატში დაბრუნდა

გიორგი აბურჯანიამ „ჰატაისპორთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და პორტუგალიის ჩემპიონატში დაბრუნდა, სადაც „ავეშ სად“-თან კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„ავეშ სადი“ პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონის ახალწვეულია, შესაბამისად, გიორგი ისევ პრიმეირა ლიგაში ითამაშებს, სადაც 2021-2023 წლებში „ჟილ ვისენტეს“ მაისურით გამოდიოდა.

„კლუბს ამბიციური პროექტი აქვს. მიხარია, რომ პორტუგალიაში დავბრუნდი, ჩემპიონატს ვიცნობ და ამანაც იმოქმედა ჩემს არჩევანზე, ეს ადაპტაციაშიც მნიშვნელოვანი იქნება. ვიცი, როგორ თამაშობენ ჩვენი მწვრთნელის გუნდებიც. თურქეთში პრობლემური სეზონის გამო ეროვნულ ნაკრებს მიღმა დავრჩი და ახლა სწორი დროა, რომ ნაკრებში დავბრუნდე“, - აღნიშნა გიორგიმ.

გიორგი აბურჯანიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 39 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, ევრო 2024-ზე ის განაცხადში ვერ მოხვდა. საკლუბო კარიერაში მას რუსთავის „მეტალურგში“, „დილაში“, „ლოკომოტივში“, „ანორთოსისში“, „ხიმნასტიკში“, „სევილია II“-ში, „ლუგოში“, „ტვენტეში“, „ოვიედოში", „კარტახენაში“, "ჟილ ვისენტესა" და "ჰატაისპორში" აქვს ნათამაშები.

0.116185