ფეხბურთი

17:04 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეში" სეზონისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ახალი სეზონისთვის მზადება „ლევანტეში“ უკვე დაიწყო.

მართალია, შეიძლება ქართველმა კლუბი დატოვოს, მაგრამ ჯერჯერობით, ესპანელებს შეთავაზება არ მიუღიათ, შესაბამისად, ტრანსფერზე საუბარი ძალიან ადრეა. გიორგიმ ვალენსიელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე ევროპის ჩემპიონატის წინ განაახლა, კლუბი მის ტრანსფერზე ვაჭრობის დაწყებას კი, 5 მილიონი ევროდან აპირებს.

„ლევანტე“ მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ მატჩებს „ალავესთან“, „ვალენსიასთან“, „ვილიარეალის“ მეორე გუნდთან, „სარაგოსასთან“ და „ელჩესთან“ გამართავს, ხოლო 18 აგვისტოს, ლა ლიგა 2-ის პირველ ტურში სტუმრად ხიხონის „სპორტინგს“ შეხვდება.

0.159982