15:53 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილას“ ჟოაუ ფელიქსის შეძენა სურს

„ასტონ ვილა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელით, ჟოაუ ფელიქსით დაინტერესდა - გვამცნობს The Guardian.

ბირმინგემური კლუბი 24 წლის პორტუგალიელს მუსა დიაბის შემცვლელად განიხილავს, რომელიც კარიერას საუდურ „ალ-იტიჰადში“ გააგრძელებს.

ფეხბურთელისთვის „ბენფიკაც“ იბრძვის.

2023/24 წლების სეზონში ფელიქსი „ბარსელონაში“ „ატლეტიკოდან“ იჯარით თამაშობდა. ფორვარდმა კატალონიელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 10 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ღირებულებას 30 მილიონ ევროდ აფასებს.

0.114857