ფეხბურთი

14:55 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილმა "სენტ ეტიენში" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენს“ შეუერთდა. ევრო 2024-ის შემდეგ შვებულება ქართველისთვის დასრულდა და ამიერიდან თავის ახალ გუნდთან ერთად მომეზადება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ზურიკო „სენტ ეტიენში“ 22-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენმა“ „ბორდოდან“ 6 მილიონ ევროდ შეიძინა და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. „მწვანეები“ მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ მატჩებს „ვილიარეალთან“, „მონპელიესთან“, „გრენობლთან“ და „ხეტაფესთან“ გამართავენ.

ლიგა 1 სტარტს 18 აგვისტოს აიღებს, „სენტ ეტიენი“ კი, გასვლაზე „მონაკოს“ შეხვდება.

0.11351