„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა გუნდის თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა.
„რობერტი შეუჩერებელია საჯარიმოში. ზუსტად ისაა, ვინც ძალიან მაკლდა ვარჯიშის პირველ დღეებში. გოლები სისხლში აქვს და ვარჯიშზეც კი ბევრი შანსის შექმნა შეუძლია.
ჩემთვის ბედნიერებაა, როცა ვეტერანები თამაშობენ ახალგაზრდა ფეხბურთელების გვერდით და ასწავლიან, როგორ დაამყარონ ურთიერთობა. ვეტერანები შეიძლება იყვნენ მისაბაძი მაგალითი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის“, - ციტირებს ფლიკის სიტყვებს Sport.es.
ფლიკი ადრეც მუშაობდა ლევანდოვსკისთან. გერმანელი სპეციალისტი „ბაიერნს“ 2019 წლის ნოემბრიდან 2021 წლის ივნისამდე ხელმძღვანელობდა, სადაც პოლონელი თავდამსხმელი იმ პერიოდში თამაშობდა.
გასულ სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, 26 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ეგეთი კაცი გვინდა მანჩესტერში
პიოლმა დაამტკიცა რომ ერთერთი საუკეთესო ტაქტიკოსია
იუვესაც აკლია სტაბილურობა
წელს მშვენივრათ გამოიყურება მილანი, ერთი თამაში ჩაუვარდათ ინტერთან