ფეხბურთი

12:16 | 23.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: „დე ბრუინი არსად წავა“

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის შესაძლო წასვლის შესახებ ჭორებს უპასუხა.

„კევინი არ დატოვებს გუნდს. თუ ვინმე წავა, ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ. რა თქმა უნდა, ბოლო დღემდე გვაქვს ტრანსფერების განხორციელების შანსი, არ გამოვრიცხავ ახალი ფეხბურთელების მოყვანას, მაგრამ მგონია, ალბათობა, რომ იგივე შემადგენლობა გვეყოლება, 85-90%-ია“, - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Daily Mail.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ბრუინი საუდურ „ალ-იტიჰადში“ გადასვლაზე დათანხმდა. ფეხბურთელი „სიტიში“ 2015 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 382 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 102 ბურთი გაიტანა და 170 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112649