ფეხბურთი

11:08 | 23.07.2024 | ნანახია NaN - ჯერ

მესი და სუარესი MLS-ისა და მექსიკის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის მატჩში ტრავმების გამო არ ითამაშებენ

მაიამის „ინტერის“ ფორვარდები ლიონელ მესი და ლუის სუარესი ტრავმების გამო გამოტოვებენ MLS-ისა და მექსიკის ლიგის ვარსკვლავების მატჩს - გვამცნობს ESPN.

37 წლის არგენტინელი კოლუმბიის ნაკრებთან 2024 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში (1:0) დაშავდა. კოლუმბიელ ლუის დიასთან შეტაკების შემდეგ მესის კოჭი დაებერა.

სუარესი კი მატჩში მუხლის არეში დისკომფორტის გამო არ ითამაშებს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაში სხვა ყოფილი ბარსელონელები, მცველი ჟორდი ალბა და ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი მიიღებენ მონაწილეობას.

MLS-სა და მექსიკის ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის მატჩი 25 ივლისს კოლუმბუსში გაიმართება და თბილისის დროით 4:00 საათზე დაიწყება.

25 ტურის შემდეგ MLS-ის ცხრილს მაიამის „ინტერი“ 53 ქულით ლიდერობს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:03 | 16.04.2024
Gerry Marsden (853)

გასაკვირია ამ უტვინო ზანგების ამბავი,რა უნდოდათ?კაცი პოკერზე მიდიოდა,პენალტიც მისი მოპოვებული იყო თუ დააკვირდებით,ან რომელს უნდა დაერტყა?ახლა ორთეთრს რომ წაეგლიჯა ზანგისთვის მასე ბურთი ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი?ჰაა,რას იტყვი კორბენ?

0.061753