ხამეს როდრიგესმა „სან პაულუსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია. კოლუმბიელ ფეხბურთელს ევროპაში დაბრუნება სურს.
ხამესმა შესანიშნავად ჩაატარა კოპა ამერიკა, სადაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს ხამესი კარიერას.
სამხრეთამერიკელი ევროპაში ბოლოს პირეოსის „ოლიმპიაკოსში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წელს გაწყვიტა და საბერძნეთი დატოვა.