გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისში“ პირველად ითამაშა და გოლიც გაიტანა. კვიპროსულმა გუნდმა ინგლისური „ჰადერსფილდი“ 4:2 დაამარცხა.
ქვილითაია თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო და 61-ე წუთზე თავის გამოჩენა შეძლო, ხოლო 74-ე წუთზე შეცვალეს. ეს გიორგის არაოფიციალური დებიუტი იყო ლიმასოლელთა რიგებში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაიამ „აპოელი“ დატოვა და „არისს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.