ფეხბურთი

12:29 | 12.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანმა სამთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ზინედინ ზიდანს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “კასტილიის” (“რეალის” სარეზერვო გუნდი) სამწვრთნელო შტაბშია, ლიცენზიის გარეშე მუშაობის გამო სამთვიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

ამ ინფორმაციას ინტერნეტ პორტალ As.com ავრცელებს.

მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი სანტიაგო სანჩესია, თუმცა მატჩების დროს, ხელმძღვანელობით ფუნქციებს ზიდანი ასრულებდა, არადა ფრანგს არ აქვს მწვრთნელის ლიცენზია. რეგლამენტის მიხედვით, "რეალს” არ შეუძლია გაასაჩივროს ფედერაციის გადაწყვეტილება განაჩენის გამოტანიდან 10 დღის განმავლობაში.

0.112554