ფეხბურთი

22:26 | 22.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსია" მამარდაშვილს თუ ვერ გაყიდის, დიმიტრიევსკიმ შეიძლება გუნდი დატოვოს

„ვალენსიას“ ახალი მეკარის, სტოლე დიმიტრიევსკის მომავალი გიორგი მამარდაშვილზეა დამოკიდებული. ამის შესახებ Superdeporte იტყობინება.

ვალენსიური გამოცემის ცნობით, ჩრდილომაკედონიელს თამაში სურს და „ვალენსიას“ შეთავაზებას იმიტომ დათანხმდა, რომ კლუბი მამარდაშვილის გაყიდვას აპირებდა, თუმცა, ქართველის გუნდიდან წასვლის საკითხი გართულებულია.

შესაბამისად, თუ „ვალენსია“ გიორგის მიმდინარე ზაფხულს ვერ გაყიდის, როგორც ეს დაგეგმილი აქვს, შეიძლება დიმიტრიევსკი გაყიდონ, რადგან კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვით მას დაბალ ფასად გუნდის დატოვება შეუძლია.

ამ ეტაპზე მამარდაშვილის მიმართ კლუბს შეთავაზებები არ აქვს. ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც ქართველს უკავშირებენ „ჩელსია“, მაგრამ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ინგლისელთა სიაში გიორგი არ არის და „ჩელსი“ „ვილიარეალიდან“ ფილიპ იორგენსენის ყიდვას აპირებს.

მამარდაშვილი ამჟამად შვებულებაშია და „ვალენსიას“ შეკრებაზე 27 ივლისს უნდა შეუერთდეს. ქართველი მეკარე "ვალენსიაში" 2021 წლიდან ირჯებდა და 100 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.125135