ფეხბურთი

20:00 | 22.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კულიბალი: "კვარაცხელია ისეთი ჯადოქარი უნდა დაბრუნდეს, როგორიც ორი წლის წინ იყო"
"მან ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავად ითამაშა"

„ალ-ჰილალის“ და სენეგალის ნაკრების ფეხბურთელმა კალიდუ კულიბალიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ნაპოლის“ ყოფილმა მცველმა Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში გააკეთა ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი:

„მას დიდებული ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა, ისეთივე შესანიშნავი, როგორიც თვითონაა. იმედი მაქვს, რომ შეკრებაზე მოტივირებული დაბრუნდება, ისეთივე ჯადოქარი უნდა დაბრუნდეს, როგორიც ორი წლის წინ იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა სენეგალელმა.

შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალი "ნაპოლიში" 2014-2022 წლებში თამაშობდა. ის „ნაპოლიდან“ იმ სატრანსფერო პერიოდში წავიდა, როცა კვარაცხელია „აძურის“ შეუერთდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125604