მადრიდის „ატლეტიკოს“ „ჟირონას“ და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელის არტიომ დოვბიკის შეძენა სურს.
როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, მადრიდელები უკრაინელს პირად კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდნენ, ახლა კი, „ატლეტიკოსთან“ შეთანხმების მიღწევაა საჭირო. „ჟირონა“ 40 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ მადრიდელები ეცდებიან ფასის დაკლებაზე შეთანხმებას მიაღწიონ.
არტიომ დოვბიკმა ლა ლიგის გასულ სეზონში 25 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.