ფეხბურთი

16:30 | 22.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის მესამე ეტაპზე ქართული გუნდების შესაძლო მეტოქეები ცნობილია

უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა წინსწრებით გაიმართა, შესაბამისად, გაირკვა პოტენციური მეტოქეები, რომლებსაც შეიძლება ქართული გუნდები შეხვდნენ, თუ მეორე ეტაპს გაივლიან.

„დინამო ბათუმი“ „დეჩიჩთან“ ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ „ჰიკს“ დაუპირისპირდება.

ქუთაისის „ტორპედო“ ნიქოზიის „ომონიას“ ბარიერს თუ გადალახავს, მესამე წრეში აზერბაიჯანულ „სუმგაითსა“ და უნგრულ „ფეჰერვარვს“ შორის გამარჯვებულთან ითამაშებს.

თბილისის „იბერია“ ალბანურ „პარტიზანთან“ გამარჯვების შემთხვევაში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ „ბაშაკშეჰირს“ ან სან მარინოს „ლა ფიორიტას“ დაუპირისპირდება.

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 8-15 აგვისტოს გაიმართება, ხოლო მანამდე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ჩატარდება 25 ივლისს და 1-ელ აგვისტოს.

0.123012