ვეტერანი არგენტინელი კარიერას ათენის „აეკში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ბერძნული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.
ლამელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და „აეკის“ ღირსებას 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ერიკ ლამელა კარიერის განმავლობაში „რივერ პლეიტის“, „რომას“, „ტოტენჰემის“ და „სევილიას“ ღირსებას იცავდა, ხოლო არგენტინის ნაკრებში 25 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.