საქართველოს თასის გათამაშების ყველა მერვედფინალისტი ცნობილია. 1/16-ფინალის მთავარი მოულოდნელობა გორის „დილას“ მარცხია.
ეროვნული ლიგის ლიდერი ქვედალიგელ „გარეჯთან“ იგებდა, მაგრამ მერე ორი გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა. ამრიგად, პორტუგალიელი სპეციალისტის ფრანსისკუ კასტროს დებიუტი წარუმატებელი გამოდგა.
გორის „დილა“ ეროვნული ლიგის ერთადერთი გუნდია, რომელიც მერვედფინალში ვერ ითამაშებს, სადაც ცენტრალური „იბერიას“ და „დინამო თბილისის“ დუელი იქნება.
საქართველოს თასი, მერვედფინალური ეტაპი
„სამგურალი“ – „გაგრა“
„ლოკომოტივი“ – „თელავი“
„დინამო თბილისი 2“ – „ტორპედო“
„გარეჯი“ – „სამტრედია“
„რუსთავი“ – „კოლხეთი“
„ლოკომოტივი 2“ – „სპაერი“
„იბერია“ – „დინამო თბილისი“
„მეშახტე“ – „დინამო ბათუმი“
საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის მატჩები 27-28 ივლისს გაიმართება