ფეხბურთი

0:40 | 22.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული მედია: მიქაუტაძე "ლიონში" უფრო დაბალ ხელფასს დათანხმდა, ვიდრე "მონაკოში" მიიღებდა

ცნობილი ფრანგული გამოცემა Le10sport-ი წერს, რომ „ლიონში“ ტრანსფერზე გადამწყვეტი როლი უშუალოდ გიორგი მიქაუტაძის სურვილმა ითამაშა.

ქართველ ფეხბურთელზე მთელი ზაფხულის განმავლობაში „მონაკო“ და „ლანსი“ უფრო აქტიურობდნენ, ვიდრე „ლიონი“, ხოლო მონეგასკებთან შეთანხმებაც მიღწეული იყო, მაგრამ სულ ბოლო მომენტში ქართველმა გადაწყვეტილება შეცვალა და მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

როგორც ჟურნალისტი მოჰამედ ტუბაშე იტყობინება, გიორგის „ლიონში“ უფრო დაბალი ხელფასი ექნება, ვიდრე „მონაკოში“ ექნებოდა:

„მოთამაშის მამამ და აგენტმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ის „მონაკოში“ გადაეყვანათ, მაგრამ ფეხბურთელმა ბოლო მომენტში უარი თქვა, რადგან „ლიონში“ მისვლა უნდოდა. ის „ლიონში“ იმაზე ნაკლებს გამოიმუშავებს, ვიდრე „მონაკოში“ გამოიმუშავებდა “, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბოლო მომენტში არჩევანი „ლიონზე“ გააკეთა, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი ფრანგულ კლუბს, რომელიც მისთვის მშობლიურია, შეკრებაზე 27 ივლისს შეუერთდება. მისი არაოფიციალური დებიუტი კი, შეიძლება 31 ივლისს, „ტორინოსთან“ ამხანაგურ მატჩში შედგეს. ლიგა 1 სტარტს 18 აგვისტოს აიღებს და „ლიონის“ მეტოქე პირველ ტურში „რენი“ იქნება.

0.108466