ფეხბურთი

0:11 | 22.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" სპორტულმა დირექტორმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ისაუბრა
"ავუხსენით მას ჩვენი პროექტი და ძალიან ბედნიერები ვართ"

„ლიონის“ სპორტულმა დირექტორმა დავიდ ფრიომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ისინი აკვირდებოდნენ სიტუაციას, აუხსნეს ფეხბურთელს რატომ სურდათ მისი დამატება და ყველაფერი კარგად დასრულდა, რის გამოც ბედნიერები არიან.

„ასეთი სამუშაოს მიზანი მოულოდნელობაცაა. ამას ყოველთვის გამიზნულად არ ვაკეთებთ, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ვიცოდით, ვინ იყო ჩვენს სიებში პირველი ნომერი და ეს გიორგი იყო. ასე რომ, ვმუშაობდით წყალქვეშ, ინფორმაციას ვცვლიდით, ფეხბურთელის არჩევანი მთავარი იყო. მას ავუხსენით ჩვენი პროექტი, რატომ გვინდოდა მისი დამატება.

ეს მართლაც მოულოდნელი იყო, რადგან სხვა კლუბში ელოდნენ, მაგრამ ჩვენი მისია გავაკეთეთ. დავრწმუნდით, რომ გიორგის დაბრუნება შეეძლო. ყოველთვის არსებობს მცირე ეჭვები, რადგან ყველაფერზე კონტროლი არ გვაქვს, მაგრამ როდესაც საქმეს კარგად აკეთებ, საერთო ნებით, ყველაფერი გამოდის და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ“, - თქვა ფრიომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „მონაკოში“ გადადიოდა, მაგრამ ბოლო მომენტში არჩევანი „ლიონზე“ გააკეთა, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი ფრანგულ კლუბს, რომელიც მისთვის მშობლიურია, შეკრებაზე 27 ივლისს შეუერთდება.

0.11746