სამხრეთ კორეის K ლიგის 24-ე ტურში „გვანჯუს“ ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ გოლი გაიტანა და თავის გუნდს „დეგუსთან“ 1:0 მოაგებინა.
მიქელთაძემ 34-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა შეასრულა ბრწყინვალედ და შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი გახდა. ბექას მიმდინარე სეზონში 12 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.
„გვანჯუ“ 24 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 31 ქულით მეშვიდე ადგილზეა.