ფეხბურთი

20:38 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი "სენტ ეტიენთან" ერთად ვარჯიშს მომავალ კვირაში დაიწყებს

ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენთან“ ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას 23 ივლისიდან დაიწყებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ გაავრცელა.

„ზურიკო დავითაშვილი მომდევნო კვირაში შემოგვიერთდება. სამშაბათს ჩვენთან იქნება“, - აღნიშნა ფრანგმა სპეციალისტმა.

ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენმა“ „ბორდოდან“ 6 მილიონ ევროდ შეიძინა და ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. „მწვანეები“ მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ მატჩებს „ვილიარეალთან“, „მონპელიესთან“, „გრენობლთან“ და „ხეტაფესთან“ გამართავენ.

ლიგა 1 სტარტს 18 აგვისტოს აიღებს, „სენტ ეტიენი“ კი, გასვლაზე „მონაკოს“ შეხვდება.

0.117515