დორტმუნდის „ბორუსია“ ახალი სეზონისთვის ემზადება და ტაილანდში ამხანაგური მატჩი გამართა „პათუმ იუნაიტედთან“, რომლის წინააღმდეგ 0:4 განადგურდა.
მართალია, ნური შაჰინის გუნდი ძალზე გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა, მაგრამ ტაილანდური მეტოქის წინააღმდეგ ასეთი ანგარიშით მარცხი, მაინც მეტისმეტია.
„დორტმუნდი“ კიდევ გამართავს ამხანაგურ მატჩებს, ხოლო სეზონს 17 აგვისტოს, გერმანიის თასზე, „ლიუბეკთან“ შეხვედრით გახსნის. ბუნდესლიგის პირველ ტურში შაჰინის გუნდი 24 აგვისტოს, „აინტრახტს“ უმასპინძლებს.