სტარტი აიღო პოლონეთის ექსტრაკლასამ, რომლის პირველ ტურში ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ საკუთარ მოედანზე „პიასტს“ შეხვდა და დაუზავდა - 1:1.
კრაკოველები 89-ე წუთამდე აგებდნენ, მაგრამ ბოლოს ანგარიში მიკ ვან ბურენის გოლით გაათანაბრეს და მარცხს გადაურჩნენ. კაკაბაძემ, რომელიც გუნდის კაპიტანია, 76-ე წუთამდე ითამაშა. ქართველმა მცველმა სამი კვირის წინ დაასრულა ევროპის ჩემპიონატი, ბევრი არ დაუსვენია და უკვე ახალი სეზონი დაიწყო.
„კრაკოვია“ მეორე ტურში 29 ივლისს, „რაკუვს“ სტუმრად დაუპირისპირდება.