ფეხბურთი

17:18 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიმიტრიევსკი მამარდაშვილთან კონკურენციაზე: "ვალენსიაში" ბენდიერი ვარ, ვნახოთ რა მოხდება"

„ვალენსიას“ მეკარემ სტოლე დიმიტრიევსკიმ გიორგი მამარდაშვილთან კონკურენციაზე კომენტარი გააკეთა. პრესეზონის პირველ ამხანაგურ მატჩში „კასტელონთან“ შეხვედრის შემდეგ, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა და დიმიტრიევსკიმ ითამაშა, მან ესპანურ მედიასთან კომენტარი გააკეთა:

„აქ სამუშაოდ მოვედი, შეჯიბრისთვის, ვნახოთ შემდეგ რა მოხდება. ბედნიერი ვარ „ვალენსიაში“ ყოფნით და მადლიერი ვარ ამ შანსისთვის“, - აღნიშნა სტოლემ.

„ვალენსიამ“ დიმიტრიევსკი იდეაში გიორგი მამარდაშვილის შემცვლელად იყიდა, მაგრამ თუ ქართველ მეკარეს კლუბი ვერ გაყიდის, ჩრდილომაკედონიელს მეორე მეკარის როლით მოუწევს დაკმაყოფილება, რადგან „ღამურების“ კარში პირველი ნომერი მამარდაშვილია.

ქართველს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს, „ვალენსია“ მასში 35-40 მილიონ ევროს ითხოვს. მაღალი ფასის გარდა, ტრანსფერს ისიც ართულებს, რომ წამყვანი ევროპული კლუბები, გრანდები, მიმდინარე ზაფხულს მეკარეს არ ეძებენ. შესაბამისად, „ვალენსიადან“ წასვლა მამარდაშვილისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მაღალი ამბიციის მქონე კლუბში წავა. გიორგი „ვალენსიას“ შეკრებაზე 27 ივლისს შეუერთდება.

„ვალენსია“ ლა ლიგის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ბარსელონას“ საკუთარ მოედანზე დაუხვდება. მანამდე „ღამურები“ ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ „ალავესის“, პსვ ეინდჰოვენის, „ლევანტეს“, „ლიდსის“ და „აინტრახტის“ წინააღმდეგ.

0.113297