ფეხბურთი

17:53 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ული ჰიონესი: "ბაიერნი" თუ ვინმეს არ გაყიდის, ახალ ტრანსფერებს ვერ გააკეთებს"

„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ თუ კლუბი ორი-სამი ფეხბურთელის გაშვებას ვერ შეძლებს, მიმდინარე ზაფხულს სხვა ახალწვეულები არ ეყოლებათ.

მან ასევე დაადასტურა, რომ მატაის დე ლიხტი შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს.

„შეიძლება ერთი მცველი წავიდეს. დე ლიხტი ნიდერლანდელია, „მანჩესტერის“ მწვრთნელიც ნიდერლანდელია... პირადად მე, უპამეკანოს არ გავყიდდი.

ახალი შენაძენები არ იქნება, თუ მანამდე 2-3 ფეხბურთელს არ გავყიდით. მაქს ებერლმა და კრისტოფ ფრაუნდმა კარგად იციან, რომ ერთი-ორი ფეხბურთელი თუ არ წავა, გუნდში ახალი არავინ მოვა.

ყველამ იცის, რომ ვირცი ძალიან მომწონს და მინდა „ბაიერნის“ მაისურით ვიხილო, ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა“, - თქვა ჰიონესმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116491