ფეხბურთი

16:14 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მათე კვირკვია კარიერას კვიპროსის ჩემპიონატში გააგრძელებს

მათე კვირკვიამ აზერბაიჯანული „კაპაზი“ დატოვა და კარიერას „კარმიოტისაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„კარმიოტისა“ კვიპროსის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის ბინადარია. მათემ გასულ სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 31 შეხვედრაში თავი 5 გოლით და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

28 წლის ფეხბურთელს „ვიტ ჯორჯიაში“, „ზესტაფონში“, „დილაში“, „ტორპედოში“, „დინამო ბათუმში“, „დინამო თბილისში“, „სამტრედიასა“ და „გაგრაში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117549