ფეხბურთი

15:30 | 21.07.2024 | ნანახია 214 - ჯერ

ივან რაკიტიჩმა არაბეთი დატოვა და კონტრაქტი "ჰაიდუკთან" გააფორმა

ივან რაკიტიჩმა „ალ-შაბაბი“ დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც სპლიტის „ჰაიდუკთან“ გააფორმა კონტრაქტი. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ივანმა „ჰაიდუკთან“ 1+1-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მან საუდის არაბეთში მხოლოდ 6 თვე გაატარა და კლუბი დატოვა, სადაც მხოლოდ 8 თამაში ჩაატარა (1 გოლი).

„ჰაიდუკში“ რაკიტიჩის გარდა, მისი ყოფილი თანაგუნდელები ხორვატიის ნაკრებიდან, მარკო ლივაია და ივან პერიშიჩი თამაშობენ, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზოა.

36 წლის ივან რაკიტიჩს „ალ-შაბაბის“ გარდა, „ბაზელში“, „შალკეში“, „სევილიასა“ და „ბარსელონაში“ უთამაშია.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:11 | 21.07.2024
sul2 (1773)

რაკიტიჩმა ჰაიდუკი იყიდა?

0.139637