ფეხბურთი

12:56 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის ორი საგოლე პასი MLS-ში (+VIDEO)

MLS-ს მორიგ ტურში „ატლანტა იუნაიტედმა“ „კოლამბუსი“ 2:1 დაამარცხა, საბა ლობჟანიძემ კი ორი საგოლე პასი მიითვალა.

მე-60 და 77-ე წუთებზე სწორედ მისი პასებით გამოიჩინა თავი ორჯერ გრეგერსენმა და „ატლანტამ“ მოიგო.

ქართველ ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში 21 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ატლანტა იუნაიტედი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 28 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 25 აგვისტოს, „გალაქსისთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112855