ფეხბურთი

2:39 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის დუბლი ბუნდესლიგის გუნდთან ამხანაგურ მატჩში

„კარლსრუემ“ ამხანაგური, მაგრამ მედიისა და გულშემატკივრებისთვის დახურული მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგის ბინადარ „ჰოფენჰაიმთან“, რომელიც 4:1 დაამარცხა. მთავარი ისაა, რომ ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფორვარდმა, რომელიც ცოტა ხნის წინ შეუერთდა შეკრებაზე გუნდს, პირველი ტაიმი ითამაშა, თუმცა, მეტოქე ორჯერ დაამწუხრა. მან 21-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, ხოლო 42-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და იმ დროისთვის თავისი გუნდი 3:1 დააწინაურა. ამასთან, ბუდუ საგოლე პასითაც გამოირჩა.

„კარლსრუე“ სეზონის წინ კიდევ გამართავს ორ ამხანაგურ მატჩს, 24 ივლისს „მიუნხენ 1860“-თან და 27 ივლისს „სტრასბურთან“, ხოლო II ბუნდესლიგის ახალი სეზონი სტარტს 3 აგვისტოს აიღებს, როცა პირველ ტურში „ნიურნბერგს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116603