ფეხბურთი

2:02 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები მესამე ადგილისთვის იბრძოლებს

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ბათუმის საერთაშორისო თასზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან დაძაბულ ბრძოლაში, 5:6 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები გოჩა მახარაძემ (2:), ხვიჩა მახარაძემ, გიორგი ჟორდანიამ და გიორგი დიაკვნიშვილმა გაიტანეს.

ბათუმში მიმდინარე ქვიშის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირი 21 ივლისს დასრულდება. საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის მატჩი ლატვიას, 19:00 საათზე დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა 20:30 საათზე, უკრაინის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებებს შორის შედგება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მიმდინარე გათამაშების ფარგლებში, საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ევროლიგის A დივიზიონში დაწინაურდა.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105331