ფეხბურთი

0:51 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე ხუთი მერვედფინალისტი გაირკვა

საქართველოს თასზე 1/16-ფინალური ეტაპის რამდენიმე მატჩი გაიმართა და მერვედფინალისტებიც გამოვლინდა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ სტუმრად „ბორჯომს“ 6:0 აჯობა და შემდეგ ეტაპზეა. წყალტუბოს „სამგურალმა“ ბოლნისში, „სიონი“ 4:1 დაამარცხა, „სპაერმა“ ხობის „კოლხეთს“ სძლია (2:1), ფოთის „კოლხეთმა“ თბილისის „მერანს“ აჯობა 3:0), ხოლო „რუსთავმა“ – „გონიოს“ 3:2.

აღსანიშნავია, რომ ხუთივე შემთხვევაში სტუმრებმა მოიგეს. 21 ივლისს, დანარჩენი მატჩები გაიმართება:

„სამგურალი 2“ – „გაგრა“

„ლოკომოტივი 2“ – „შტურმი“

„გარეჯი“ – „დილა“

„არაგვი“ – „სამტრედია“

„ვიტ ჯორჯია“ – „თელავი“

„ორბი“ – „მეშახტე“

„კოლხეთი ფოთი 2“ – „დინამო თბილისი 2“

12 გუნდს, რომელიც მერვედფინალში გავა, დაემატებიან „დინამო თბილისი“, „დინამო ბათუმი“, „იბერია“ და „ტორპედო“.

0.121837