ფეხბურთი

0:10 | 21.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "კმაყოფილი ვარ, მაგრამ უნდა მოვუმატოთ"

„ნაპოლიმ“ ამხანაგურ მატჩში „მანტოვა“ 3:0 დაამარცხა. თამაშის შემდეგ ანტონიო კონტემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კმაყოფილია.

„მშვენიერი ტესტი იყო. 9 დღეა კარგად ვმუშაობთ, როგორც ფიზიკური, ასევე ტაქტიკური თვალსაზრისით. პრესინგი კარგად ვითამაშეთ, მაღალი ხაზიც შევინარჩუნებთ, მაგრამ ბურთის ფლობაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, თუმცა უნდა მოვუმატოთ.

ველოდები სანაკრებო მატჩებიდან ფეხბურთელების დაბრუნებას, მაგრამ ბიჭებით კმაყოფილი ვარ. მათ ესმით რა მინდა, მოგება კი, მოგებაში გვეხმარება. მჭირდება აგრესიული გუნდი და არა ისეთი, რომელიც სპორტულ სიკვდილს ელოდება“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ პრესეზონზე კიდევ აქვს ამხანაგური მატჩები - „ადანა დემირსპორთან“ (28 ივლისი), „ბრესტთან“ (31 ივლისი) და „ჟირონასთან“ (3 აგვისტო), ხოლო სეზონს 10 აგვისტოს, იტალიის თასზე, „მოდენასთან“ დაპირისპირებით გახსნის, სერია A-ს პირველ ტურში კი, 18 აგვისტოს, „ვერონას“ ესტუმრება.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ შეკრებაზე 25 ივლისს უნდა შეუერთდეს.

0.113658