ფეხბურთი

21:15 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა პარკაძემ "ბაიერნის" მთავარ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა

ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა პარკაძემ მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ გუნდთან ერთად ივარჯიშა. ეს 19 წლის ნახევარმცველის კარიერაში პირველად მოხდა.

„რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ვენსან კომპანიამ ახალგაზრდული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი ვარჯიშზე მიიწვია, მათ შორის, ქართველიც აღმოჩნდა.

პარკაძე „ბაიერნმა“ ერთი წლის შეიძინა, მაგრამ გასულ სეზონში ავსტრიულ „ადმირაში“ ჰყავდა განათხოვრებული.

ლუკა პარკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიაში გაიზარდა, მას ასევე „გაგრაში“ აქვს ნათამაშები.

0.117844