ფეხბურთი

20:15 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკი: "მადლობა ლა მასიას, ფეხბურთელებს წარმოუდგენლად ზრდიან"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კლუბის ტელევიზიას ინტერვიუ მისცა. მან განსაკუთრებით გამოარჩია ლა მასიას აკადემია და აღნიშნა, რომ იქ საოცარ სამუშაოს ასრულებენ.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ ფეხბურთელებს და ის, რაც პირველ ვარჯიშებზე ვნახე, წარმოუდგენელი იყო. ამისთვის ლა მასიას მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან იმის გამო, თუ როგორ ავითარებს ეს აკადემია ფეხბურთელებს, წარმოუდგენელია და ის ხარისხი, რომელსაც გვაძლევს, ნამდვილად განსაკუთრებულია.

რისი თქმა შემიძლია, არის ის, რომ დეკოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ის ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს და ამით ბედნიერი ვარ. ჩვენ გვინდა ამ გუნდის ხარისხი გავზარდოთ და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

დიახ, ხანდახან ვფიქრობ, რომ უნდა მოვიყვანოთ მოთამაშეები, რომელთაც შეუძლიათ თამაშის მოგება, მაგრამ ჩვენ ასევე გვყავს კარგი ახალგაზრდა მოთამაშეები, უნდა დავეხმაროთ მათ აქ გაუმჯობესებაში, ეს არის ჩვენი სამუშაო, მაგრამ ასევე „ბარსელონას“ ფილოსოფიის ნაწილი.

როდესაც მწვრთნელობა გადავწყვიტე, „ბარსელონას“ მატჩების ყურება დავიწყე. ასევე, ბევრი ვისწავლე ნიდერლანდური ფეხბურთის სკოლიან და იოჰან კრუიფის ფილოსოფიიდან“, - თქვა ფლიკმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109363