სხვა

19:10 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ოლიმპიური ზავის დაწყება გამოაცხადა

„დღეს იწყება ოლიმპიური ზავი. პარიზის ოლიმპიური თამაშები, როგორც მოვლენა, რომელიც აერთიანებს პლანეტას მშვიდობიანი ასპარეზობებით, გახდება ძლიერი შეხსენება იმისა, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია გაერთიანება," - ნათქვამია IOC-ის განცხადებაში.

ივნისში, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, იტალიის სამიტის ფარგლებში, კონფლიქტის მხარეებს პარიზის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე დენის ფრენსისმა შეიარაღებულ კონფლიქტებში, ომებში მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდა მოცემულ მომენტში ცეცხლის შეწყვეტისკენ. რეზოლუცია მოუწოდებს ზავი დაიცვან ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე შვიდი დღით ადრე და პარალიმპური თამაშების დასრულებიდან შვიდი დღის განმავლობაში.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111891