რაგბი

16:58 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

რიჩარდ კოკერილი: "წაგებით კმაყოფილი არ უნდა ვიყოთ, მაგრამ ამ თამაშით უნდა ვიამაყოთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიის ნაკრებთან ტესტ-მატჩში დამარცხდა (29:40), თუმცა, „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი თამაში აჩვენეს და უძლიერეს მეტოქეს ბრძოლა გაუმართეს.

მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა გასახდელში ქართველ მორაგბეებს სიტყვით მიმართა:

„წაგებით კმაყოფილი არასდროს უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენი თამაში ძალიან უნდა ვამაყობდეთ, ბრძოლაში ვიყავით და იმით უნდა ვამაყობდეთ, რა თამაშიც დღეს აჩვენეთ. საუკეთესო ამ ყველაფერში ის არის, რომ ბევრად დიდი პოტენციალი გვაქვს და ბევრად მეტი შეგვიძლია. ჩვენ ვეთამაშები იტალიას, ტონგას და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე უნდა ავიდეთ“, - უთხრა კოკერილმა მორაგბეებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის სერიის ფარგლებში სტუმრად იაპონიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ავსტრალიასა და ფიჯისთან დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.109834