რაგბი

16:26 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავით ნინიაშვილი: "რაღაცებში გაგვიმართლა, რაღაცებში - არა"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიის ნაკრებთან ტესტ-მატჩში დამარცხდა (29:40), თუმცა, „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი თამაში აჩვენეს და უძლიერეს მეტოქეს ბრძოლა გაუმართეს.

მატჩის შემდეგ დავით ნინიაშვილმა კომენტარი გააკეთა:

„თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით, ვხვეწავთ ყველაფერს. დღეს რაღაცებში არ გაგვიმართლა, იმიტომ, რომ ბოლო მომენტში მოგვიწია ცვლილების განხორციელება, გუნდს სანდრო თოდუა ვერ დაეხმარა, ვარჯიშზე ბექა გორგაძეც დაიმტვრა, ძალიან რთული იყო, რადგან მოულოდნელად მოხდა. ბიჭები მაინც გავედით, მაქსიმუმი გავიღეთ, რაღაცებში გაგვიმართლა, რაღაცებში - არა“, - თქვა ნინიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის სერიის ფარგლებში სტუმრად იაპონიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ავსტრალიასა და ფიჯისთან დამარცხდა.

0.116099