რაგბი

15:55 | 20.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მორაგბეები: "ამ თამაშმა ბევრი რამ გვასწავლა და გვაჩვენა"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ავსტრალიის ნაკრებთან ტესტ-მატჩში დამარცხდა (29:40), თუმცა, „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი თამაში აჩვენეს და უძლიერეს მეტოქეს ბრძოლა გაუმართეს.

მატჩის შემდეგ აკა ტაბუცაძემ და ბექა გორგაძემ თამაში შეაფასეს:

აკა ტაბუცაძე: „მარცხის მიუხედავად თამაშს პოზიტიურად შევაფასებ, რთულია ავსტრალიასთან ჩამოხვიდე და სახლში თამაში მოუგო. ბოლომდე ვიბრძოლეთ, ბოლომდე დავიხარჯეთ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა და ჩვენი ქვეყანა კარგად წარმოვაჩინეთ“.

ბექა გორგაძე: „ზოგადად, ბოლო პერიოდში ბევრ სიახლესთან მოგვიწია ადაპტაცია და დღევანდელი თამაშიც ერთ-ერთი მათგანი იყო. ბოლო მომენტში სამწუხაროდ, მე და სანდრო სანდრო თოდუამ თამაში ვერ შევძელით, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ამაყები ვართ იმ ბრძოლისუნარიანობით, რისი ჩვენებაც შევძელით. ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, ბევრი პოზიტივი იყო ამ თამაშში, ხშირად მოვაქციეთ ისინი წნეხში, რამდენიმე მომენტი იყო გარდამტეხი იყო და სწორედ ეს იძლევა იმედს, რომ ასეთი დონის გუნდების წნეხში მოქცევა შეგვიძლია.შეიძლება ითქვას, რომ წაგების მიუხედავად, ბევრი პოზიტივი დარჩა, ბევრი გვასწავლა და გვაჩვენა, თუ რაზე დაგვჭირდება მომავალში მუშაობა მსგავს მატჩებში“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის სერიის ფარგლებში სტუმრად იაპონიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ავსტრალიასა და ფიჯისთან დამარცხდა.

0.137896